რა ინფორმაციას ფლობს Ancestry® Ancestry-ს არამომხმარებლების შესახებ?
Ancestry იძლევა პირადი აღმოჩენების ახალ შესაძლებლობებს ცხოვრების გასამდიდრებლად. Ancestry საშუალებას აძლევს მომხმარებლებს გამოიკვლიონ თავიანთი წარსული, იპოვონ თავიანთი წინაპრები და ითანამშრომლონ სხვა მომხმარებლებთან, რაც საზიარო კვლევების და უფრო ნაყოფიერი აღმოჩენების საშუალებას იძლევა. Მომხმარებლები თანამშრომლობენ და აღადგენენ ვირტუალურ საოჯახო ხეებს ჩვენი პლატფორმის საშუალებით და იღებენ წვდომას უამრავ ისტორიულ ჩანაწერზე Ancestry-ს სერვისებში (როგორც ეს განსაზღვრულია Ancestry-ს წესებსა და პირობებში). ინვესტიციების და კვლევის 40-ზე მეტი წელია აკუმულირებული Ancestry-ს სერვისებში, რათა შექმნილიყო ოჯახების ისტორიის ჩანაწერების მსოფლიოში უდიდესი ონლაინ კოლექცია და დაეკმაყოფილებინა ბაზრის მოთხოვნა გენეალოგიური კვლევის სერვისებზე, რომლებსაც Ancestry აწვდის მომხმარებლებს.
არსებობს ინფორმაციის ორი წყარო Ancestry-ს არამომხმარებლების შესახებ: (i) ის, რომელიც კონტენტის მომხმარებლებმა ატვირთეს თავიანთ საოჯახო ხეებზე, როგორიცაა ფოტოები, სახელები, დაბადების თარიღები, ადგილები, მნიშვნელოვანი მოვლენები, ისტორიები და სხვა კონტენტი (მოიხსენიება, როგორც „თქვენი კონტენტი“ ჩვენს წესებსა და პირობებში) და (ii) ჩანაწერები, რომლებიც Ancestry-მ მოიპოვა მესამე პირებისგან (მაგ. ჩანაწერები არქივებიდან ან რომლებსაც აწარმოებს ადგილობრივი ხელისუფლება, როგორიცაა დაბადების, ქორწინების ან გარდაცვალების ჩანაწერები, სამხედრო სამსახურის ჩანაწერები ან აღწერის დეტალები), რომლებიც შეიძლება ეხებოდეს ცოცხალ პირებს, როგორც მომხმარებლებს, ასევე Ancestry-ს არამომხმარებლებს. კონფიდენციალურობა Ancestry-ის უმთავრესი პრიორიტეტია, ამიტომ ჩვენ ვაძლევთ მომხმარებლებს კონტროლს, რათა დავეხმაროთ ამ ინფორმაციის დაცვის უზრუნველყოფაში.
საოჯახო (გენეალოგიური) ხეები
Ancestry-ს პლატფორმა მომხმარებლებს საშუალებას აძლევს შექმნან საოჯახო ხეები, რათა გამოჩნდეს ოჯახური კავშირები მომხმარებლისთვის მოსახერხებელი გზით. Ancestry-ს მომხმარებლებს ასევე შეუძლიათ განათავსონ დამატებითი პერსონალური ინფორმაცია (როგორც ეს განსაზღვრულია ჩვენს კონფიდენციალურობის განცხადებაში) მათი მომხმარებლის პროფილში, რომელიც ხილულია Ancestry-ს სხვა მომხმარებლებისთვის. ეს კონტენტი ემატება მომხმარებლების მიერ გენეალოგიური კვლევების ჩატარების და მათი აღმოჩენების გადაღების და გაზიარების დროს.
მომხმარებლის კონტენტი მომხმარებლის მიერ შექმნილი გზავნილების ანალოგია ნებისმიერ ინტერაქტიულ პლატფორმაზე, როგორიცაა შეტყობინებების დაფები ან სოციალური მედია. ვინაიდან Ancestry არის ოჯახების ისტორიის ერთობლივი კვლევის ხელშეწყობის, საოჯახო ხეების შექმნის და სხვადასხვა საზოგადოებების და თემების დაკავშირების ბიზნესი, ის მიიჩნევს, რომ მომხმარებლების მიერ მის სერვისებზე დამატებული ცოცხალი ადამიანების მონაცემების დამუშავება მის ლეგიტიმურ ინტერესებს შეესაბამება.
Ancestry საშუალებას აძლევს მის მომხმარებლებს განსაზღვრონ, გაასაჯაროონ თუ არა მათი საოჯახო ხეები, რაც ეხმარება Ancestry-ს სხვა მომხმარებლებს იპოვონ ინფორმაცია მათი წინაპრების შესახებ და სხვაგვარად განავითარონ მათი კვლევა. სხვადასხვა მომხმარებლების თანამშრომლობა არის Ancestry-ს ერთ-ერთი უმთავრესი ღირებული წყარო. Ancestry ასევე საშუალებას აძლევს მომხმარებლებს აირჩიონ, მათი საოჯახო ხეები იყოს კონფიდენციალური. Ancestry-ს მომხმარებლებს ასევე შეუძლიათ გაუგზავნონ შეტყობინებები სხვა მომხმარებლებს და კომენტარი გააკეთონ ზოგიერთ კონტენტზე (როგორიცაა ჩანაწერები ან სხვა მომხმარებლების ხეები), რაც ხელს უწყობს კვლევასა და თანამშრომლობას. ცოცხალი ადამიანების შესახებ სხვა ინფორმაცია შეიძლება ხილული იყოს (მათ შორის, არამომხმარებლებისთვის), თუ შეტანილია საჯარო მედია გალერეაში, ან თუ მომხმარებლები აქვეყნებენ ინფორმაციის თავიანთი ხის გარეთ. თუ მომხმარებლები აზიარებენ ოჯახის ისტორიის დეტალებს სერვისების ფარგლებს გარეთ, ამას აკეთებთ საკუთარი რისკის ქვეშ.
თუმცა, Ancestry ცდილობს დაიცვას ცოცხალი ადამიანების მონაცემები კონტროლის სხვადასხვა ფორმით. მაგალითად, როდესაც Ancestry-ს მომხმარებელი ადამიანს ამატებს საოჯახო ხეს, Ancestry-ს მომხმარებელი უთითებს, ეს ადამიანი ცოცხალია თუ გარდაცვლილი. ცოცხალი ადამიანები ჩანს მხოლოდ ხის მფლობელისა და იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ხის მფლობელი უზიარებს ხეს, როგორც „რედაქტორს“ ან რომელთაც ხის მფლობელი უფლებას აძლევს, დაათვალიერონ ხის ცოცხალი ადამიანები. ყველა სხვა მომხმარებელი ხედავს ცოცხალ პიროვნებას, რომელიც აღნიშნულია, როგორც „კონფიდენციალური“. მომხმარებლებს ასევე შეუძლიათ შეცვალონ თავიანთი საოჯახო ხის პარამეტრები ნებისმიერ დროს, რათა მთელი ხე კონფიდენციალური გახადონ.
ჩანაწერები
გენეალოგია შეიძლება იყოს რთული და შრომატევადი საქმიანობა, რადგან მონაცემები, რომლებიც აუცილებელია კავშირების დასამყარებლად და ოჯახური ისტორიების შესაქმნელად, ისტორიულად რთულია მოსაპოვებლად და უნდა იყოს დაგროვებული მათი ღირებულების წარმოსაჩენად. შედეგად, Ancestry-ს 40-ზე მეტი წლის განმავლობაში ჩადებული ინვესტიცია ეხმარება მომხმარებლებს, არქივებს და ზოგადად საზოგადოებას, მიიღონ სარგებელი ჩანაწერების კოლექციებიდან, რომლებიც ჩვენ შევაგროვეთ, დავასკანერეთ, გავაციფრულეთ, მოვახდინეთ მისი ინდექსაცია და ხელმისაწვდომი გავხადეთ ჩვენი სერვისების საშუალებით. გარდა ამისა, Ancestry აწვდის გაციფრულების და ინდექსირების მომსახურებას არქივებს, რათა ხელი შეუწყოს და გააუმჯობესოს ამ არქივების წარმოება, ადმინისტრირება და ცოდნის გაღრმავება მათი მფლობელებისთვის/ადმინისტრატორებისთვის. Ancestry-ს გამოცდილებითა და ცოდნით, ისტორიული ჩანაწერების შენარჩუნება, რომლებიც ხშირად დაზიანებული და მიუწვდომელია, ხელმისაწვდომია ფართო საზოგადოებისთვის.
ჩანაწერების დიდი უმრავლესობა Ჩვენს სერვისებში ეხება გარდაცვლილ პირებს, რაც მინიმუმამდე ამცირებს კონფიდენციალურობის საკითხებს და მონაცემთა დაცვის კანონმდებლობასთან შესაბამისობის მნიშვნელობას. თუმცა, ზოგიერთი ჩანაწერი შეიძლება კვლავ შეიცავდეს ინფორმაციას ცოცხალ ადამიანებთან დაკავშირებით; ხშირად ეს არის ინფორმაცია, რომელიც საჯარო გახდა არქივების, სახელმწიფო დაწესებულებების მხრიდან ან გამოქვეყნდა სხვა ჯგუფების მიერ.
Ancestry-ს მომხმარებლების მიერ მათი საოჯახო ხეების მეშვეობით მოწოდებული მონაცემების მსგავსად, Ancestry ასევე ეყრდნობა მის ლეგიტიმურ ინტერესებს, დაამუშაოს პერსონალური მონაცემები არქივებისა და სხვა წყაროებიდან მიღებულ ჩანაწერებში. ეს ჩანაწერები ხშირად შეძენილია ჩვენი კონტენტის მოძიების გუნდის მეშვეობით, რომელიც ყიდულობს ან იღებს ლიცენზიას საარქივო შინაარსის შეგროვების, შენარჩუნების, გამოქვეყნებისა და დამუშავების უფლებებზე Ancestry-ს სერვისების საშუალებით. სანამ ინფორმაციას გამოვაქვეყნებთ, ჩვენ განვიხილავთ მთელ რიგ ფაქტორებს, მათ შორის სექტორის სახელმძღვანელო პრინციპებს, წესებს, საუკეთესო პრაქტიკას, კანონებსა და რეგულაციებს და მომხმარებლის საჭიროებებს, მათ შორის იმის უზრუნველყოფას, რომ ჩვენ ვაბალანსებთ ინდივიდების ინტერესებს, უფლებებსა და თავისუფლებებს სხვა ინტერესების მიმართ.
თუ თქვენ იპოვით ინფორმაციას ჩვენს საიტზე თქვენ შესახებ ან თქვენს ოჯახში მცხოვრები ადამიანების შესახებ, რაც გაწუხებთ და გსურთ მისი წაშლის მოთხოვნის გამოგზავნა, ამ მოთხოვნის გაგზავნის საუკეთესო გზისთვის დააწკაპუნეთ აქ.
როგორ იცავს Ancestry არამომხმარებლების დნმ მონაცემებს?
Ancestry-ს არ გააჩნია მისი არამომხმარებლების დნმ ჩვენს მონაცემთა ბაზაში AncestryDNA®. თქვენ უნდა იყოთ Ancestry-ის რეგისტრირებული მომხმარებელი და გაკეთებული გქონდეთ AncestryDNA-ის ტესტი ან ატვირთული გქონდეთ დნმ-ის ანალიზის სხვა სერვისის თქვენი დნმ-ის მონაცემები, რათა Ancestry-ს ჰქონდეს დნმ-ის მონაცემები თქვენ შესახებ. ჩვენი მომხმარებლების კონფიდენციალურობის დაცვა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. რადგან დნმ ტესტის შედეგები, როგორც წესი, ეკუთვნის ცოცხალ ადამიანებს, აქ არის რამდენიმე კონკრეტული საშუალება, რომლითაც ჩვენ ვიცავთ მომხმარებლის გენეტიკურ მონაცემებს:
- გარდა ამისა, Ancestry ითვალისწინებს დნმ-ის ანალიზის შედეგების სრულ წაშლას, ნერწყვის ნიმუშების განადგურებას, ხეებისა და მომხმარებლის მთლიანი ანგარიშის წაშლას ჩვენი კონფიდენციალურობის პარამეტრების საშუალებით ნებისმიერ დროს.
- არ არსებობს „ძიება” დნმ-ის ანალიზის შედეგების მქონე ადამიანებისთვის — იმისათვის, რომ პირმა ნახოს ნებისმიერი სხვა ადამიანის დნმ-ის შედეგები, ამ ადამიანმა უნდა გაიკეთოს დნმ-ის ანალიზი და:
- ა. ან ჰქონდეს დნმ-ის დამთხვევა სხვა მომხმარებელთან, რომელმაც გაიკეთა დნმ-ის ანალიზი და ამ ადამიანმა პირდაპირ აირჩია მისი დნმ-ის დამთხვევების ნახვა (პოტენციური ნათესავები ჩვენს AncestryDNA-ის მონაცემთა ბაზაში); ან
- ბ. ჰყავდეს სხვა მომხმარებელი, რომელმაც გაიკეთა დნმ-ის ანალიზი და აირჩია პირდაპირ გაუზიაროს თავისი დნმ-ის შედეგები ამ ადამიანს (რაც ასევე საშუალებას მისცემს მას, ვისთაც დნმ-ის შედეგები გაზიარდება, ნახოს დნმ-ის შედეგების გამზიარებელი ადამიანის პოტენციური დნმ დამთხვევები).
- AncestryDNA მომხმარებლები ირჩევენ სახელებს, რომლებიც გამოჩნდება, მათი AncestryDNA მომხმარებლის პროფილზე და რომელიც შეიძლება იყოს ნებისმიერი (შეურაცხმყოფელის გარდა), თუნდაც უბრალოდ ინიციალები. არასრულწლოვანი ბავშვის მშობლის ან კანონიერი მეურვის მიერ მართული ტესტები აჩვენებს მშობელს ან კანონიერ მეურვეს, როგორც ტესტის „მმართველს“ და მხოლოდ ბავშვის ინიციალები იქნება ხილული დნმ-ის დამთხვევების საშუალებით, მშობლის მიერ არჩეულ საჩვენებელ სახელთან ერთად. AncestryDNA-ის საჩვენებელი სახელების შეცვლა მომხმარებელს ნებისმიერ დროს შეუძლია დნმ-ის პარამეტრებში.
დნმ დამთხვევა
იმისათვის, რომ უზრუნველყოს ბევრი იდეა, რაც ხელმისაწვდომია AncestryDNA წევრებისთვის, როგორიცაა Genetic Communities® და დამთხვევა, Ancestry ადარებს მომხმარებელთა დნმ-ებს სხვა წევრების დნმ-ებს ჩვენი დნმ მონაცემთა ბაზაში. Ancestry-ს მომხმარებელთა სიას, რომელთანაც ვინმე იზიარებს დნმ კავშირს, ჩვენ ვუწოდებთ „დნმ დამთხვევებს" და ის მოწოდებულია, თუ ასეთი მომხმარებელი პირდაპირ აირჩევს მისი დნმ-ის დამთხვევების ნახვას (და ამ დამთხვევების სხვების მიერ ნახვას). ჩვენს კონფიდენციალურობის დებულებაში აღწერილი კონფიდენციალურობის დაცვის ვარიანტების გათვალისწინებით, დნმ-ის დამთხვევები მოიცავს როგორც მომხმარებლებს, რომლებმაც გაიკეთეს AncestryDNA-ის ანალიზი, ისე მომხმარებლებს, რომლებმაც ატვირთეს დნმ-ის მონაცემები. თუ AncestryDNA მომხმარებელი ირჩევს არ ნახოს (და სხვებმა არ ნახონ) მისი დნმ დამთხვევები, არცერთი სხვა AncestryDNA მომხმარებელი ვერ ნახავს, რომ ეს მომხმარებელი დნმ დამთხვევების სიაშია. მომხმარებლებს შეუძლიათ შეარჩიონ მათი დნმ-ის დამთხვევების ხილულობის პარამეტრი AncestryDNA ტესტის ნაკრების გააქტიურების დროს და შემდეგ ნებისმიერ დროს შეუძლიათ შეცვალონ ხილულობის პარამეტრი მათი ანგარიშის პარამეტრებიდან.
დნმ დამთხვევებმა შეიძლება გამოავლინოს მოულოდნელი კავშირები, მათ შორის გენეტიკური ურთიერთობები, რომლებიც ეწინააღმდეგება არსებულ ოჯახურ კავშირებს, რომლებიც შეიძლება ჩანდეს საოჯახო ხეში (მაგ. შვილად აყვანის ან დონორის საშუალებით ჩასახვის შემთხვევაში, სადაც გამოყენებული იყო სპერმის, კვერცხუჯრედის ან ემბრიონის დონაცია). ზოგჯერ ეს ავლენს მომხმარებლის მშობლობას, რომელიც განსხვავდება იმისგან, რაც მომხმარებელს ადრე ეგონა მისი მშობლობის შესახებ. თუ მომხმარებლები შეშფოთებულნი არიან დნმ დამთხვევების შედეგებით, მათ შეუძლიათ აირჩიონ არ ნახონ ან სხვებმა არ ნახონ დნმ დამთხვევები, თავიანთი ანგარიშის პარამეტრებში.
უცნობი გენეტიკური ურთიერთობების გამოვლენის შემდეგ ზოგიერთი პოტენციური უარყოფითი ზემოქმედების შედეგად, Ancestry აფრთხილებს მომხმარებლებს, ყურადღებით განიხილონ, გაგზავნონ თუ არა ნერწყვის ნიმუშები დამუშავებისთვის. არსებულმა მომხმარებლებმა, რომლებიც აღმოაჩენენ მოულოდნელ შედეგებს, ასევე შეიძლება განიხილონ მათი ხილულობის პარამეტრების შეცვლა ან თუნდაც დნმ ტესტის შედეგების მთლიანად წაშლა.
ჩვენ ვიღებთ ჩვენს პასუხისმგებლობას და სერიოზულად ვუდგებით რთული აღმოჩენების პოტენციურ ზემოქმედებას ადამიანებზე. Ancestry ძალისხმევას არ იშურებს იმისთვის, რომ აუხსნას ჩვენს მომხმარებლებს, რომ ის, რაც მათ შეიძლება გაიგონ, შესაძლოა მოულოდნელი აღმოჩნდეს. ჩვენ გვყავს მომხმარებელთა მომსახურების წარმომადგენლების სპეციალური გუნდი მომზადებული, რათა დაეხმაროს მომხმარებლებს გამოიყენონ და გაიგონ Ancestry-ს სერვისები. მომხმარებლებს უფრო მგრძნობიარე მოთხოვნებით, ჩვენ ვთავაზობთ მაღალკვალიფიციური წარმომადგენლების მცირე, გამოყოფილ ჯგუფს, რომლებიც გაუძღვება მომხმარებლებს მათ აღმოჩენებში.
ამ მაგალითის შესაბამისი გარე მხარდაჭერისა და კონსულტაციის სერვისები ხელმისაწვდომია რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის:
აშშ-ის მცხოვრებთათვის
აშშ-ს სამედიცინო ეროვნული ბიბლიოთეკა
https://ghr.nlm.nih.gov/primer/dtcgenetictesting/dtcresults
გაერთიანებული სამეფოს მცხოვრებთათვის
ადამიანის განაყოფიერებისა და ემბრიოლოგიის ისნტიტუტი
https://www.hfea.gov.uk/
კანადის მცხოვრებთათვის
ავსტრალიის მცხოვრებთათვის
ვიქტორიის დამხმარე რეპროდუქციული მზრუნველობის ინსტიტუტი
https://www.varta.org.au/regulation/legislation-and-guideline-overview (ან თქვენი ადგილობრივი ფედერალური ექვივალენტი).
პერსონალური ინფორმაციის წაშლა
ინფორმაციისთვის, თუ როგორ უნდა მოითხოვოთ ინფორმაციის წაშლა, რომელსაც ჩვენს საიტზე ნახავთ თქვენ ან თქვენს ოჯახში მცხოვრები ადამიანების შესახებ, დააწკაპუნეთ აქ.